„საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟანგთან (Tao Zhang) შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც 4-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე მიიღეს. აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ამ რეფორმებს.
სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან შეხვედრა აშშ-ში საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა. ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, აგრეთვე შეხვდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს.
Comments
Post a Comment