9 წლის გოგონებისთვის პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო აცრებია დაგეგმილი

ვაქცინაციის ევროპულ კვირეულს საქართველოც შეუერთდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. კვირეულის სლოგანია „ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!".
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, ყურადღება გამახვილდება წითელას, წითურას და პოლიომილეტის აცრების მნიშვნელობაზე.
2017 წლის ბოლოს საქართველოში დაიწყება ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა. აცრები ჩატარდება ცხრა წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნული ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საშუალებაა.

Comments