საფრანგეთის შესაძლო მომავალი პრეზიდენტის ცოლი მასზე 25 წლით დიდია


ფრანგული პრესა აქტიურად განიხილავს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის ემანუელ მაკრონის პირად ცხოვრებას. საქმე იმაშია, რომ 39 წლის მაკრონის მეუღლე ბრიჟიტ ტრონიე, 64 წლისაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონი 17 წლის იყო, როდესაც ბრიჟიტის ლიტერატურულ გაკვეთილებს ესწრებოდა და ამ ასაკშივე თავის მასწავლებელს უთხრა, რომ მომავალში მას ცოლად აუცილებლად მოიყვანდა.
დიდი ხნის მანძილზე წყვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ 2007 წელს ბრიჟიტ ტრონიე თავის მეუღლეს გაშორდა და ცოლად მაკრონს გაჰყვა.
ცოლ-ქმარს საერთო შვილები არ ჰყავთ, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ბრიჟიტის შვილები საკუთარივით უყვარს. 
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით მაკრონმა 23,75%-ით გაიმარჯვა. 

Comments