2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ემა სთოუნი გახდა
ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალნაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი ადგილი ემა სთოუნმა დაიკავა.
პოპულარული მიუზიკლის "ლა ლა ლენდის" ვარსკვლავმა 2017 წელს 26 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გამოცემის თანახმად, სთოუნს სწორედ ამ ფილმმა მოუტანა დიდი შემოსავალი.
რეიტინგში მეორე ადგილზეა ჯენიფერ ენისტონი, რომელმაც მიმდინარე წელს 25,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მესამე ადგილზე 24 მილიონი დოლარით ჯენიფერ ლოურენსი მოხვდა.
Comments
Post a Comment