ამ წუთებში დასრულდა კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 80 მომხრე 1 წინააღმდეგი - საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნილია.
კომისია კანონმდებლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და კონსტიტუციონალისტებისგან დაკომპლექტდა. შემადგენლობაში არიან: ირაკლი კობახიძე,თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ეკა გიგაური, თორნიკე ჭეიშვილი.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს - მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
Comments
Post a Comment